პროექტი


  1. პროექტის სახელი: ცნობილი მხედარმთავრები
  2. პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით წარმოაჩენენ ცნობილილ მხედარმთავრებს,დაასაბუთებენ მათ არჩევანს,ისაუბრებენ მათ წარმომავლობაზე,სამხედრო მიღწევებსა და საბრძოლო ტაქტიკაზე,დაპყრობილი მოსახლეობისადმი მათ დამოკიდებულებაზე,მათ მიერ გადახდილ მნიშვნელოვან ბრძოლებზე.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს აქვთ მცირე ინფორმაცია ცნობილ მხედარმთავრებზე,არ იციან თუ რა წვლილი შეიტანეს მათ,როგორც მსოფლიო ისე საქართველოს სამხედრო ისტორიაში.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიების,კვლევის,დახარისხების,წყაროებზე მუშაობის,კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება.ცნობილი მხედარმთავრების მოღვაწეობის გაცნობა.
  5. მონაწილეთა ასაკი: 13
  6. ვადები / ხანგრძლივობა: ერთი თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:პროექტის ბოლოს მოსწავლეები მოაწყობენ პრეზენტაციას სლაიდ-შოუების გამოყენებით,სადაც თანმიმდევრულად იქნება გადმოცემული თითოეული მხედარმთავრის მოღვაწეობა.ამავე დროს შექმნიან კედლის გაზეთებს
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი,კომპიუტერი,პროექტორი,სურათები,მარკერები,ფორმატის ქაღალდი
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები.მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად.თითოეულ ჯგუფს გავუნაწილებ  ჩვენს მიერ შერჩეულ მხედარმთავარს,რომლებსაც დაევალებათ  მოიძიონ მის შესახებ ინფორმაცია.თითოეული ჯგუფი დანიშნულ ვადაში მოახდენს მოძიებული მასალის საფუძველზე პროექტის პრეზენტაციას.შეიქმნება პროექტის ანგარიში.
  10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ.VII.1 მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები ისტორიულ ეპოქასთან                                                                                                                ისტ.  VII.4 მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ფირუაშვილი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა ელ.ფოსტა:lela.piruashvil@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий