суббота, 2 июня 2018 г.

გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ლელა ფირუაშვილი
საგანი: ისტორია
სწავლების საფეხური / კლასი: საბაზო/ VIII
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა: მეორე  მსოფლიო ომი:წინაპირობები,მონაწილე მხარეები,ომის შედეგები
გაკვეთილის მიზანი: მოსწვლეები გაანალიზებენ მეორე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებს,გაეცნობიან მონაწილე მხარეებს,ომის მიმდინარეობას და იმსჯელებენ ომის შედეგებზე
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:
 ისტ.VIII 1.მოსწვლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.                                                                         
ისტ. VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტის მიზეზები,განვითარება და შედეგები

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
მასწავლებელი ესალმება კლასს,აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს.აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას,მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
ვერბალური ასნა
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები


 3წთ.

2
მასწავლებელი ახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას კითხვა-პასუხის საშუალებით და განაწყობს მოსწავლეებს ახალი მასალის მოსასმენად.                                         
1.რომელი ომი მიმდინარეობდა 1914-1918 წლებში?
2.რომელი სამხედრო ბლოკები დაუპირისპირდნენ  ამ ომში ერთმანეთს?
3.ჩამოთვალეთ თითოეულ ბლოკში შემავალი ქვეყნები?
4.რა გახდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი?
5.როგორ დამთავრდა ეს ომი?
6.რამდენად სამართლიანი იყო საზავო ხელშეკრულების პირობები გერმანიისთვის?
7.რა შეიძლება გამხდარიყო მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი?
გონებრივი იერიში,ფრონტალური კითხვები
მთელი კლასი
სახელმძღვალელო




  8წთ.
3
ახალ მასალაზე მუშაობა.მასწავლებელი მოკლედ გააცნობს მოსწავლეებს მე-20 ს-ის 20-30-იან წლებში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას.რუკის გამოყენებით აჩვენებს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაშლილი იმპერიის ადგილას წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოებს.
მინი ლექცია
მთელი კლასი
რუკა




 5წთ.
4
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად.თითოეული ჯგუფს ავალებს სახელმძღვანელოში არსებული მასალის გაცნობა-გააზრებას და მის პრეზენტირებას.
1.ჯგუფი-მსოფლიო 1920-1930-იან წლებში(მოსწავლეები ყურადღებას გაამახვილებენ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე).
2.ჯგუფი-გერმანიის ექსპანსია(მოსწავლეები ისაუბრებენ გერმანიის მიერ განხორციელებულ ექსპანსიებზე და მილოტოვ-რიბენტროპის პაქტზე).
3.ჯგუფი-ომის მიმდინარეობა(მოსწავლეები ქრონოლოგიური პრინციპის გამოყენებით წარმოადგენენ ომის მიმდინარეობას 1939-1945 წლებში).
4.ჯგუფი-ომის შედეგები(მოსწავლეები იმსჯელებენ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გამარჯვებული ქვეყნების გეგმებზე,სამხედრო მიღწევებზე,დამარცხებული ქვეყნების ბედზე).
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური
სახელმძღვანელო,სამუშაო ფურცლები,კალამი,მარ-კერი.








 8წთ.
5
მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით ახდენენ შესრულებული დავალებების პრეზენტაციას,მასწავლებელი საჭიროებისამებრ სვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს,ასევე ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს თემის ირგვლივ.
პრეზენტაცია
ჯგუფური




16წთ.
6
მასწავლებელი ახდენს გაკვეთილის შეჯამებას კითხვა-პასუხის საშუალებით.მოსწავლეები აფასებენ ომის მიმდინარეობას და შედეგებს.

მთელი კლასი
სახელმძღვანელო,power point-ში პრეზენტაცია.

3წთ.
7
საშინაო დავალება:"ქართველები მეორე მსოფლიო ომში."




2წთ.

გაკვეთილი ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლე გაანალიზებს მეორე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებს,გაეცნობა ომის მიმდინარეობას და იმსჯელებს ომის შედეგებზე.

შეფასება: განმავითარებელი-ჯგუფური    


ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა        
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებულია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური,არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ,ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვითდ
 დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს დროს
დაიცვეს დროის ლიმიტი